Wednesday, December 14, 2016

პროექტის პორტფოლიო

სანახავად დააწკაპეთ ამ ბმულზე

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია



წესრიგში მოვიყვანეთ პორტფოლიოს სხვადასხვა დოკუმენტები, მოვემზადეთ და დასრულებული პორტფოლიო ავტვირთეთ გუგლის დისკზე. შემდეგ კი გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვფიქრობ ტრენინგი ნაყოფიერი იყო და გამომადგება აქ შეძენილი ცოდნა.

მერვე ტრენინგდღის რეფლექსია


დღეს დავასრულე სასწავლო პროცედურები. გამოვიყენე სწავლებისა და შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები. განვსაზღვრე თუ როგირ გავუკეთო ფასილიტაცია მოსწავლეებს პროექტის მიმდინარეობის დროს.  ასევე ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე. მივდივართ ტრენინგის დასასრულისაკენ...

ტრენინგის მეშვიდე დღე



ვიმუშავე  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ანუ მულტიმედიურ პრეზენტაციაზე. სლაიდშოუ საინტერესო გამოვიდა , პრეზენტაციაში პასუხი გავეცი მიმართულემის მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. პრეზენტაცია გავამდიდრე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებით.

ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა

Monday, December 5, 2016

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

შეფასების ინსტრუმენტებიდან ამოვიღეთ საჭირო მასალები, გადმოვწერეთ გრაფიკული სურათები  და ტექსტური ინფორმაცია.შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი და მოვემზადე მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო შექმნისათვის.

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

კვლავ ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტებზე,ჩვენი საპროექტო თემისათვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.გავაკეთე  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.
ტრენინგი არის ძალიან საინტერესო,ნაყოფიერი.ტრენერი ძალიან განათლებული და მეგობრული ადამიანია.

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტებზე.გამოვარკვიეთ და ჩვენს პროექტს შევუსაბამეთ ჩვენთვის საჭირო საკითხები, რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განმსაზღვრელ შეფასების მეთოდებს.ეს სამუშაო იყო ძალიან საინტერესო  და ნაყოფიერი და დიდ  დახმარებას გამიწევს მსგავსი ტიპის საკითხების დამუშავების დროს.

Monday, November 28, 2016

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

 ჩამოვყალიბდი საპროექტო თემის სახელის შექმნაზე,შევარჩიე სტანდარტები, დავწერე მიზნები, დავამუშავე მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვები.

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანი პროექტქბით სწავლების თავისებურებებს,გავეცანით პროექტის გეგმის  ნიმუშს,პროექტზე მუშაობის თავისებურებებს. შევქმენი პორტფოლიო,ელექტრონული გვერდი.ეს ჩემთვის საჭირო და გამოსადეგი თემაა.ვფიქრობ არ არის რთული.